სულეიმან დემირელის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს ფიზიკისა და მათემატიკის სასწავლო მიმართულების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
მობილობის ტიპები:
1. სწავლის მიზნით მობილობა (SMS - Student Mobility for Studies):
- მობილობის ხანგრძლივობა: მინიმუმ 2 თვე, მაქსიმუმ 5 თვე
2. სტაჟირების გავლის მიზნით მობილობა (SMP - Student Mobility for Traineeship):
- მობილობის ხანგრძლივობა: მინიმუმ 2 თვე, მაქსიმუმ 5 თვე (დაშვებულია კვლევითი მიზნით სტაჟირების გავლაც)
3. მოკლევადიანი მობილობა (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის)
- მობილობის ხანგრძლივობა: მინიმუმ 5 დღე, მაქსიმუმ 30 დღე
განაცხადების მიღება ხორციელდება შემდეგ ბმულზე 2026 წლის 2 თებერვლის 10:00 საათიდან (თურქეთის დროით) - 2026 წლის 16 თებერვლის 17:00 საათამდე (თურქეთის დროით)
კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდს